აქცენტები
ეკა კვესიტაძის საავტორო პროექტი
გადაცემა არის შემცნებითი და საგანმანათლებლო. მისი უდიდესი ნაწილი მიეძღვნება მსოფლიოს მთავარ მოვლენებს, იმ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაიწყო და რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგის აყალიბებს.
გადაცემაში მხოლოდ ფაქტების გაშუქება არ მოხდება, არამედ უმეტესი დრო ამ ფაქტების სიღრმისეულ განხილვას დაეთმობა, ასევე მის ისტორიულ კონტექსტში გაანალიზებას. ასევე, დიდი გეოპოლიტიკური გადალაგების კონტექსტში ვისაუბრებთ საქართველოზე და რეგიონზე და იმაზე თუ როგორ აისახება ესა თუ მოვლენა ან დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს მომავალზე.
გადაცემას ეყოლება ერთი ან ორი სტუმარი.