აქტუალური ისტორია
ბექა კობახიძის საავტორო პროექტი
პოდკასტი მიზნად ისახავს ცოცხალ დროში დაუპირისპირდეს ისტორიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის მცდელობებს, გააკეთოს მათი დეკონსტრუქცია: პატრიოტიზმის ნიშით ისაუბროს რუსული კოლონიალიზმის შედეგებზე და პერსპექტივით იმსჯელოს ისტორიულ თარიღებზე.
გარდა ისტორიისა, მაყურებელს მიეწოდება ინფორმაცია ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა თავდაცვის ხარჯები და საჭიროებები, პოლიციის ევროპული სტანდარტები, რელიგიური რწმენის პოლიტიკური და ეთიკური მხარეები, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური პროცესები, ევროპა და საქართველო.
პოდკასტების დაგეგმვა მიბმული იქნება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და შინაარსი შეირჩევა თემების აქტუალობის გათვალისწინინებით. ყველა პოდკასტს ეყოლება ერთი ან ორი სტუმარი