არაფერი სასაცილო
ბექა ყორშიას საავტორო პროექტი
15-20 წუთიანი სთენდაფი, რომელიც თემატურად არ იქნება შეზღუდული. ბექა ყორშია ილაპარაკებს კვირის აქტუალურ თემებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ.
ამასთან, გადაცემა იქნება ერთგვარი დეკონსტრუქცია იმ პროპაგანდისა, რომელსაც მმართველი პოლიტიკური კლასი და მისი მედიები აწვდიან საზოგადოებას.
გადაცემას ჰქვია “არაფერი სასაცილო” , მაგრამ იუმორს გვერდს ვერ ავუვლით. თან როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: სიცილი ჯობია ტირილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე ამაოა.