მისმინე

სიმართლე ხმაურის მიღმა




No Filter - ინტერვიუ უფილტროდ

ვიკა ბუკიას საავტორო პროექტი YouTube გადაცემა, რომელიც ტრადიციული ინტერვიუს ჩარჩოებს ამსხვრევს. პოლიტიკოსები, მღვდლები, მუსიკოსები, პოლიტპატიმრები და ბიზნესმენები აქ ჩნდებიან განსხვავებული კუთხით – პოლიტიკის მიღმა, თუმცა მაინც მის გარშემო.

No Filter-ის ინტერვიუები მოკლე, დინამიკური და პირდაპირია. კითხვები მოულოდნელია, ხშირად შემაცბუნებელიც, რაც რესპონდენტებს სტანდარტული პასუხებისგან ათავისუფლებს და ინტერვიუს უფრო დინამიურს, ინტერაქტიულს, თამამს ხდის. განსხვავებული, უშუალო და ნამდვილი საუბრები მოვლენებს უფრო გასაგებს და საინტერესოს ხდის ახალგაზრდებისთვის.

„No Filter – უფილტროდ“ აშორებს ფილტრს მათ, ვისაც ხშირად პოლიტიკური ფილტრი ფარავს. ეს არის გადაცემა, რომელიც ქმნის სივრცეს გულწრფელი და დაუფარავი პასუხებისთვის.

გვიყურეთ YouTube-ზე